ახალი ამბები

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლამდე ქალი და ბავშვები გაჩერებაზე იდგნენ, რა დროსაც სწრაფად მიმავალი ავტომანქანა ჯერ ქალს დაეჯახა, შემდეგ კი 9 წლის ბავშვს. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი უმძიმესი მდგომარეობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა, მძიმეა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.