ახალი ამბები

სტიქიამ გურჯაანის 4 სოფელში 870 ჰექტარი ვენახი და ხეხილის ბაღები დააზიანა

ძლიერმა სეტყვამ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები, ველისციხე, ჩუმლაყი, ჯიმითი და ახაშენი დააზარალა.

წუხანდელმა სტიქიამ, სოფლებში 870 ჰექტრამდე ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი სეტყვა ოც წუთზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

“სტიქიამ მუნიციპალიტეტის 4 სოფელი დააზარალა. 870 ჰექტარზე დაზიანებულია ვენახები და ხეხილის ბაღები“– განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.