“ნავთობპროდუქტებზე მიმდინარე კონტრაქტები დაბალ ფასშია, ეს უნდა აისახოს ბაზარზე”
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ნავთობიმპორტიორებს მიმდინარე კონტრატქები დაბალ ფასად აქვთ გაფორმებული და ეს ქვეყანაში ნავთობპროდუქტების ფასზე უნდა აისახოს.
“მანამდეც გვქონდა საუბარი, რომ მიმდინარე კონტრაქტები იყო გაცილებით დაბალ ფასებში, ვიდრე ეს იყო იანვრის კონტრაქტები, სადაც საერთაშორისო ბაზარზე ფასი მაქსიმუმამდე იყო გაზრდილი. ბუნებრივია, ამან ასახვა უნდა ჰპოვოს ადგილობრივ ბაზარზეც, რადგან ძველი შეძენილი ნავთობპროდუქტების ახალი კონტრაქტებით ჩანაცვლება ხდება. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტოს დავალება მიღებული აქვს.
15 მაისისთვის შესაბამისი დასკვნა მზად იქნება და ამის შემდგომ შეგვიძლია იმის თქმა, თუ რა ნაბიჯები შეიძლება იქნას გადადგმული ამ მიმართულებით”,-განაცხადა სოსო ხუციშვილმა.