ახალი ამბები

სოფელ შალაურში 2020 წელს გაუჩინარებული ქალი, შესაძლოა მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში 2 წლის წინ გაუჩინარებული 68 წლის მზია ბედმანიკაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

დაკარგული ქალის ოჯახის ყვება, რომ შესაძლოა საქმე მკვლელობას ეხებოდეს. ეს ეჭვი კი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც იმავე სოფელში მცხოვრებმა ქალმა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს მეგობარს მოუყვა, როგორ გამოკეტა სამი დღის განმავლობაში მზია ბედმანიკაშვილი. რის შემდეგაც ქალი, გარდაიცვალა და მან საკუთარ ეზოში, კაკლის ხის ქვეშ დამარხა.

ოჯახმა ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ პოლიციას მიმართა. სამართალდაცველებმა უკვე გამოკითხეს საქმესთან დაკავშირებული პირები, მათ შორის ქეთევან ფირანიშვილიც, რომლის მოყოლის საფუძველზეც განახლდა საგამოძიებო მოქმედებები.

სახლთან სადაც შესაძლოა 69 წლის ქალი ცხედარი იყო დამარხული პოლიცია დგას, სავარაუდო შემთხვევის ადგილი კი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
როგორც ცნობილია ადგილზე ექსპერტებს ელოდებიან, რის შემდეგაც გაირკვევა მოკლულია თუ არა 2 წლის წინ გაუჩინარებული ქალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს და მისი გადაკვალიფიცირება გამოვლენილი გარემოებების მიხედვით მოხდება.