მაისიდან პირადობისა და ბიომეტრიული პასპორტის აღება ძვირდება
პირველი მაისიდან ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღების ფასი იზრდება.
თუ დღეს ბიომეტრიული პასპორტის საფასური სრულწლოვანი პირისთვის 10 სამუშაო დღეში გაცემის შემთხვევაში 100 ლარია, მაისიდან მისი ფასი 150 ლარი იქნება.
ახალი განფასება ბიომეტრიული პასპორტის აღების შემთხვევაში ასეთია:
მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი;
მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;
მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 75 ლარი;
მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 150 ლარი და სხვა.
მაისიდან პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ფასიც ორმაგდება. თუ დღეს პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასური მე-10 სამუშაო დღეს 30 ლარს შეადგენს, მაისიდან მისი ფასი 60 ლარი იქნება.
ამ შემთხვევაში განფასების ახალი წესი ასეთია:
მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 20 ლარი;
მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 40 ლარი;
მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 60 ლარი;
იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 90 ლარი.