საქართველოში შესაძლოა, თარჯიმანთა სერტიფიცირება სავალდებულო გახდეს
საქართველოში შესაძლოა, თარჯიმანთა სერტიფიცირება სავალდებულო გახდეს.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაშია ნათქვამი. კერძოდ, წინადადება გულისხმობს:
საქართველოში მოღვაწე თარჯიმანთა აღრიცხვას და მათ თავმოყრას ერთ სივრცეში (ერთიან ორგანიზაციაში); თარჯიმანთა სერტიფიცირებას, ლიცენზიის გაცემას და თარჯიმნის სტატუსის მინიჭებას; ნაფიცი თარჯიმნის ინსტიტუტის დამკვიდრებას, თარჯიმანთა და თარგმანთა ერთიანი რეესტრის შექმნას (ნოტარიულად დასამოწმებელი საბუთებისთვის); ხელმოწერების ელექტრონულ ვერსიაზე გადასვლას; თარჯიმნის ხელმოწერისა და ბეჭდისთვის იურიდიული ძალის მინიჭება; თარგმანის საფასურის უნაღდო ანგარიშსწორებას და სახელფასო საბარათე სისტემაზე გადასვლას (ნოტარიულად დასამოწმებელი საბუთებისთვის).
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა დაევალა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს.