ქურციკები ვაშლოვანის ეროვნული პარკიდან
ფოტო, რომელიც გადაღებულია ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, ვაჟიკო კოჭიაშვილს ეკუთვნის. ქურციკები ვაშლოვანის ეროვნული პარკის გამორჩეულ გარემოს კიდევ უფრო ამშვენებენ.
პარკში 2013 წლიდან, საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (BMZ,KfW) ფინანსური მხარდაჭრითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით, ქურციკის აღდგენის პროექტი წარმატებით ხორციელდება და დღეისათვის მათი რაოდენობა 200 ინდივიდს აღემატება.