“დედა მომენატრე! გული სევდით მაქვს სავსე”,- ნიკას წერილი დედას
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მუნიციპალიტეტში მოქმედი საჯარო სკოლების მეექვსე-მერვე კლასის მოსწავლეებისთვის, კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი ითვალისწინებს მოსწავლეებს შეექმნათ თემა ,,წერილი დედას”.
ერთ-ერთი წერილი კი რომელიც გამოქვეყნდა და საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურა, ჯიმითის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლის, ნიკა წიკლაურის თემაა.
,,შენი გამგზავრების ღამეს ვერ დავიძინე. იცი, აეროპორტში იმიტომ ვერ გაგაცილე, მეშინოდა უკან ტირილით არ გამოგკიდებოდი. ყველას გასაგონად არ მეყვირა: დედა, დაბრუნდი, ნუ წახვალ! მე შენ ძალიან მჭირდები! “– წერს ნიკა.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დალი მინდიაშვილის განცხადებით, მოსწავლეების მიერ წარდგენილი ნამუშევრებიდან ამოირჩა სამი საუკეთესო ნამუშევარი, რომლის ავტორებსაც საჩუქრები გადაეცემათ.