კახეთში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება გაძვირდა
კახეთში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა.
მძღოლების ინფორმაციით, გურჯაანიდან თელავამდე ერთი ადამიანის მგზავრობა 3-ის ნაცვლად 4 ლარი გახდა. თელავიდან თბილისამდე კი 12 ლარი.
მარშუტკების მძღოლები აცხადებენ, რომ მგზავრობის ღირებულება საწვავზე ფასის გაზრდის გამო მოუწიათ. ადგილობრივების თქმით, მძღოლები მგზავრობის გადასახადს თვითნებურად ზრდიან, რაც მათ ბიუჯეტზე უარყოფითად მოქმედებს.