ახალი ამბები

მდინარე თელავის ხევის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ თელავში მდინარე თელავის ხევის (ნატანდამჭერებთან) გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ავარიული უბანი, ქალაქ თელავის მიმდებარედ, ნატანდაჭერ ნაგებობებთან მდებარეობს., მდინარის კალაპოტში დაგროვილი დიდი მოცულობის მყარი მასალა კი წყალმოვარდნების პერიოდში, კალაპოტის მაღალი ქანობების პირობებში, ღვარცოფული ნაკადის სახით გადაადგილდება და ალაქ თელავის მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე აღნიშნული ნაგებობების რეაბილიტაცია და დაგროვილი ნატანებისგან გაწმენდა განხორციელდა. მდინარის დამანგრეველი ღვარცოფული ნაკადისაგან დასაცავად, გასული საუკუნის 80-იან წლების დასაწყისში, ქალაქ თელავის სამხრეთით მდინარე თელავის ხევზე სპეციალური ნაგებობები აშენდა.