იორმუღანლოში მცხოვრებლებმა საგარეჯოს მერიას პრობლემების მოგვარების მოთხოვნით მიმართეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იორმუღანლოს თემში მცხოვრები მოსახლეობა პრობლემების მოგვარებას ითხოვს.
ადგილობრივების თქმით, ისინი სამი ძირითადი საკითხის მოგვარებას იორმუღანლო-ბადიაურის დამაკავშირებელი ავარიული ხიდის რეაბილიტაცია, თემში საბავშვო ბაღის მშენებლობას და საჯარო ინფორმაციის მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომობას ითხოვენ.
მათი თქმით, აღნიშნული საკითხების მოგვარების მოთხოვნით მერიას ინიციატივით უკვე მიმართეს. ადგილობრივების ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ დახმარებით, თემში ხელმოწერები მოგროვდა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცა.
ორგანიზაციის კახეთის ოფისის კოორდინატორ ანა პაჭიკაშვილის განცხადებით, სოფელში უპირველესად, ხიდის პრობლემაა მოსაგვარებელი.
ანას თქმით, მათი ორგანიზაცია დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, რომ დოკუმენტის წარდგენა და საკითხის საკრებულოს წინაშე დაყენება სამართლებრივ ჩარჩოებში მოხდეს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვიდეოში: