საქართველომ ცოცხალი ღორის ექსპორტი დაიწყო
მიმდინარე წელს, საქართველოდან 15.6 ათასი აშშ დოლარის 8.2 ტონა ცოცხალი ღორის ექსპორტი განხორციელდა.
წყვილჩლიქოსანი პირუტყვის სრული რაოდენობა სომხეთში გაიყიდა.
,,საქსტატის” მონაცემებით, ქვეყანა ღორის ექსპორტიორი პირველად გასული წლის მეორე ნახევარში გახდა. 2021 წელს, საქართველომ 193.9 ათასი აშშ დოლარის 98.2 ტონა ღორი გავიდა ექსპორტზე. აქედან, 95.9 ტონა სომხეთში, 2.2 ტონა კი აზერბაიჯანში.