თელავში მოსახლეობამ უკრაინის დროშის ფერებში ბანერი შეღება
თელავში ზუზუმბოს საცხოვრებელ სახლებთან, მოსახლეობის მიერ შექმნილ დასასვენებელ ადგილზე, უკრაინის დროშის ფერებში ბანერი შეღებეს.
“ჩვენი მიზანია ისე გამოვხატოთ სოლიდარობა, როგორც შეგვიძლია. ამიტომ იქ, სადაც ყოველ დღე ვიკრიბებით, მხარდაჭერა სწორედ აქედან დავაფიქსირეთ”,– განაცხადა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.