ახალი ამბები

თელავში საერთაშორისო ბრენდის 150 ნომრიანი სასტუმრო აშენდება

თელავში, მევენახეობის კვლევითი ინსტიტუტის ადგილზე, სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები სექტემბრიდან განახლდება.

როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ვივის“ წარმომადგენლები აცხადებენ,  მშენებლობის პროცესი პანდემიამ გადაავადა.

სასტუმრო 150 ნომრიანი იქნება, მის მართვაში კი საერთაშორისო ოპერატორი ჩაერთვება. პროექტი ითვალისწინებს მუზეუმის მშენებლობასაც. ჯამში კი, 10 მლნ. ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი.

კომპანიაში განმარტავენ, რომ 5 ჰა ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია ღვინის ქარხნის „ვაინ კახეთის“ მშენებლობა, რომელშიც უკვე ინვესტირებულია 10 მლნ ლარი. ასევე, იგეგმება ადგილზე არსებული 40 ჰექტარი ვენახის აღდგენა და არსებული ლაბორატორიები.