უკრაინული მედია – რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა
უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს, რომელიც მტრის უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ „აზოვის“ ბატალიონზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მარიუპოლში დრონიდან მომწამვლელი ნივთიერება ჩამოაგდეს. დაშავებულებს სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ“ , – ნათქვამია „აზოვის“ ბატალიონის „ტელეგრამ“ არხზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
InformNapalm-ი იუწყება, რომ შესაძლოა ადგილზე “ზარინი” გამოიყენეს, რომელიც ქიმიური იარაღია.
ცნობისთვის, ქიმიური იარაღის წარმოება და გამოყენება აკრძალულია გაეროს ფარგლებში არსებული „ქიმიური იარაღის კონვენციის“ საერთაშორისო ხელშეკრულებით. შეთანხმებას, ხელს რუსეთის ფედერაციც აწერს.