სოფელ ზინობიანში უდიური ეთნოგრაფიული მუზეუმი მოეწყობა- ფოტო
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
მერიის ინფორმაციით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით შიდა საუბნო გზა მოასფალტდება, მოეწყობა უდიური ეთნოგრაფიული მუზეუმი, შეხვედრების სივრცე და თანამედროვე სტანდარტების სკვერი.
,,პროექტის მიზანია, ზინობიანის ეთნოსოფლის, როგორც უნიკალური ტურისტული პროდუქტის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ვიზიტორების რაოდენობის და ინვესტიციების მოცულობის ზრდას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. მერიამ შიდა საუბნო გზის მოასფალტების, სკვერის კეთილმოწყობისა და არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა”,-აცხადებენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.