ქალაქ ახმეტაში ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად ინფრასტრუქტურა მოეწყობა- ფოტოები
ქალაქ ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი დაფინანსებულია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში.
უწყებაში განმარტავენ, რომ მერიამ სამუშაოების შესყიდვაზე, 445 004 ლარზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
,,პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის მიზანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მცირე და საშუალო ბიზნესის შემოსავლის, სოფლის მეურნეობაში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლებისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მიმართ ინვესტორების ინტერესის გაზრდა”,– აცხადებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.