დღეიდან რუსეთი მზესუმზირის ექსპორტს დროებით აჩერებს
დღეიდან რუსეთი მზესუმზირასა და რაფსის ექსპორტს დროებით აჩერებს. აკრძალვა ძალაში 31 აგვისტოს ჩათვლით იმოქმედებს.
როგორც რუსული მედია წერს, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მსოფლიო ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის გამო საკუთარი ბაზრის დაცვის მიზნით მიიღო.
2021 წელს საქართველოში მზესუმზირის მთავარი იმპორტიორი უკრაინა იყო – 84,2%, რუსული პროდუქტის წილი კი დაახლოებით 11%-ს შეადგენდა.