ახალი ამბები

საქართველოში ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის აღდგენიდან 31 წელი გავიდა

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.

დღეს, 31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმიდან 31 წელი გავიდა. შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეფერენდუმმა მყარი საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, შეუქცევადი გახადა სვლა მიზნისაკენ, რომლისთვისაც ქართველთა არაერთი თაობა იბრძოდა და შრომობდა.