თელავში 22 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა
თელავში, 22 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით შემთხვევა წუხელ მოხდა. ახლობლებმა ახალგაზრდა ცეცხლნასროლი ჭრილობით გარდაცვლილი ნახეს. სავარაუდო თვითმკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, რადგან ოჯახის წევრები და ახლობლები მომხდარზე საუბარს თავს არიდებენ.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.