ყვარელში, „ილიას გორაზე“ ტურისტული რეკრეაციული სივრცე მოეწყობა- ფოტოები
ქალაქ ყვარელში „ილიას გორაზე“ ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარედ ტურისტული რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს სარეკრეაციო სივრცის მოწყობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციას, საფეხმავლო ბილიკების, საპარკინგე და ტერასული კვების ობიექტების მოწყობას.
,,პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიზანია „ილიას გორის“ როგორც ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის პოპულარიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადის ზრდას და ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება კიდევ ერთი დასასვენებელი ადგილი. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ, „ილიას გორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა”,- აცხადებენ უწყებაში.