ყვარლელი მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გადავიდა
ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოჭიდავე ზურაბ იაკობაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გადავიდა. იაკობაშვილი ფინალში სომეხ ანდრიასინს დაუპირისპირდება.
სპორტსმენი ზურაბ იაკობაშვილი დაიბადა ყვარელში. თავისუფალ ჭიდაობაში იგი ბევრი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. ის არის ევროპის თასის გამარჯვებული (გუნდური, 2017), მსოფლიო თასის მესამე პრიზიორი (გუნდური, 2016); შავი ზღვის აუზის ქვეყნების ოლიმპიადის გამარჯვებული (2007); ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი კადეტებში (2008) და 23 წლამდე სპორტსმენებში (2015); ევროპის ვიცე-ჩემპიონი (2008, ჭაბუკები, 46კგ); მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორი (2011, ახალგაზრდები, 60კგ); საქართველოს ვიცე-ჩემპიონი (2012); საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2013); საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი (2015, ალროზას თასი, 65კგ); მსოფლიო თასის ბრინჯაოს პრიზიორი (2016, 65კგ); საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (2016, ალექსანდრ მედვედის მემორიალი, 70კგ); საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (2017, ვაცლავ ციოლკოვსკის მემორიალი, 70კგ); ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2017, კასპიისკი, რუსეთი, 65კგ); საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი (2017, დ. კუნაევის მემორიალი, 70კგ); მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2018, ბუდაპეშტი, უნგრეთი, 70კგ); ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2018, ნოვი სადი, სერბეთი, 70კგ); საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (2018, ვახტანგ ბალავაძის და გივი კარტოზიას თასი, თბილისი); საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (2018, ვაცლავ ციოლკოვსკის მემორიალი, 70კგ); საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (2019, გამოჩენილ უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა მემორიალი); საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (2019, ანრი დელანის თასი, 70კგ). თავისუფალი ჭიდაობა (46, 60, 65, 70კგ).