თელავში ტაქსით გადაადგილების საფასური 1 ლარით გაიზარდა
თელავში კერძო და კომპანიის ტაქსებით გადაადგილების საფასური 1 ლარით გაიზარდა.
მძღოლების თქმით, მგზავრობის გაძვირების მიზეზი საწვავზე ფასის ზრდაა. მათი თქმით, ტაქსის კომპანიებმა რომლებიც 3 ლარად გადაადგილდებოდნენ, მგზავრობის გადასახადი 4 ლარი გახადეს.
მათივე თქმით, იმ ტაქსის მძღოლებმა კი რომლებიც 4 ლარად მოძრაობდნენ, გადასახადი 5 ლარამდე გაზარდეს.
შეგახსენებთ, რომ საწვავზე ფასები რამდენჯერმე გაიზარდა. აღნიშნულ საკითხზე თელავში აქციაც გაიმართა. მძღოლებმა საწვავზე ფასების ზრდა გააპროტესტეს და მთავრობას აღნიშნული საკითხით დაინტერესება და შესაბამისი დახმარება სთხოვეს.