აშშ-ში მოღვაწე თელაველმა ექიმმა უკრაინაში სასმელი წყლის ფილტრები გააგზავნა
აშშ-ში მოღვაწე თელაველი ექიმის, დავით მრელაშვილის ჩართულობით, უკრაინაში სასმელი წყლის დასამზადებელი ფილტრები გაიგზავნა.
ინფორმაციას და ფოტოებს დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
,,ერთი მილიონი(0.5ლ) სასმელი წყლის ბოთლის დასამზადებელი ფილტრები გადავაფრინეთ გუშინწინ ამერიკიდან და ჩავაბარეთ უკრაინელებს პოლონეთში. უკვე გაუყვა გზას სამხრეთ უკრაინის ქალაქებისკენ სადაც ის ყველაზე მეტად ჭირდებათ.
ერთი ფილტრი 4 ტონა წყალს ფილტრავს. მასეთი ფილტრი ასზე მეტია ამ ყუთებში. ფილტრების გარდა რაა საჭირო რომ სასმელი წყალი მივიღოთ? – ნებისმიერი ბუნებაშივე არსებული გუბე, ტბა თუ მდინარის წყალი რაც ადგილობრივაც უხვად აქვს”,- წერს დავით მრელაშვილი.