ძლიერმა ქარმა ახმეტაში სახლებს სახურავები გადახადა
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ახმეტაში და მუნიციპალიტეტის სოფლებში.
ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და მოგლიჯა ხეები, რამაც ცენტრალურ გზებზე გადაადგილების შეფერხება გამოიწვია.
ადგილზე იმყოფება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური.
მისი თქმით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.
ძლიერი ქარის გამო მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგიაც. კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიას,, ტექნიკური ჯგუფები დაზიანების აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ.