ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ყვარელსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში.
დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები და მოგლეჯილია ხეები.
ადგილზე დილიდან იმყოფება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.
ძლიერი ქარის გამო მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგიაც.
კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფი დაზიანების აღმოფხვრაზე უკვე მუშაობს.