ახალი ამბები

კახეთში 32 883 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

კახეთში 32 883 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ძლიერი ქარის შედეგად, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, ზოგიერთ ადგილებში სადენებზე მრავალწლოვანი ხეებია დაცემული.

ამ დროისთვის ავარიულად არის გამორთული რეგიონის ენერგომომარაგებაში ჩართული 30 ფიდერი, რასაც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის კუთვნილ 110 კვ-იანი ხაზის ავარიული გათიშვაც ერთვის თან.

ადგილებზე მუშაობენ, სამაშველო და საავარიო ბრიგადები, თუმცა დაზიანებული მონაკვეთების სრულად აღდგენის ზუსტი დრო, ჯერჯერობით ვერ სახელდება

შეგახსენებთ, თითქმის ათი საათია, კახეთში ძლიერი ქარია, რასაც სკოლების, საბავშვო ბაღებისა და საცხოვრებელი სახლების სახურავების დაზიანება, ასევე ათეულობით რაოდენობის მრავალწლოვანი ხეების მოგლეჯა მოჰყვა .

გზებზე შეფერხებულია ავტომანქანების მოძრაობა.