,,უარი საწვავის ფასებს“-თელავში აქცია გაიმართება
27 მარტს თელავში საპროტესტო აქცია გაიმართება.
მოქალაქეები საწვავზე ფასების ზრდას გააპროტესტებენ და მათი მთავარი მოთხოვნა მთავრობის მიერ საწვავის ფასის რეგულაცია იქნება. აქცია კვირას, ნადიკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
აქციის ორგანიზატორების თქმით, აღნიშნულ თემაზე აქცია თბილისში იგეგმება და ისინი ვინც ვერ ახერხებენ თბილისში წასვლას, აქციას თელავში შეუერთდებიან. მათი თქმით, მოქალაქეები ჯერ ნადიკვარზე შეიკრიბებიან და შემდეგ მსვლელობა მოეწყობა.