ახალი ამბები

„მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვაქცინაციის წახალისების ნაბიჯებს შეეხებოდა.

„არის ვაქცინაციის ახალი გეგმა, რომელსაც მთავრობა მალე დაამტკიცებს. მასში მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებებია. მონეტარული წახალისება გრძელდება და ისევ და ისევ ფართო რაც შეიძლება მედია და საკომუნიკაციო კამპანია“.