რუსეთი ამერიკელ დიპლომატებს გააძევებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის საელჩოს გადასცა ამერიკელი დიპლომატების სია, რომლებსაც ის აძევებს.
ამის შესახებ BBC რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით იუწყება.
მედიიც ცნობით, ეს ნაბიჯი ოფიციალურმა მოსკოვმა მას შემდეგ გადადგა, რაც ნიუ-იორკში, გაეროს მისიიდან 12 რუსი დიპლომატი გააძევეს.
რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ამერიკელებს „მტკიცედ უთხრეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეერთებული შტატების ნებისმიერი მტრული ქმედება გადამწყვეტ და ადეკვატურ პასუხს მიიღებს“