ახალი ამბები

საგარეჯოში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაარბიეს

საგარეჯოში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაარბიეს.

პარტიის წევრები ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან და ზარალს ითვლიან. მათი ინფორმაციით, ჩამტვრეულია შენობის შიდა მინები, სრულად არის დალეწილი და განადგურებული ტექნიკა და ავეჯი.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შემთხვევა ალტ- ინფოს წარმომადგენლების მიერ, ხელისუფლების ხელშეწყობით განხორციელებულ შურისძიებას უკავშირდება.

მათი თქმით, გუშინ, “კონსერვატიული ორგანიზაციის” საგარეჯოს ოფისის გაუქმებას საპროტესტო აქციაზე, სხვებთან ერთად, ნაციონალებიც ითხოვდნენ.

პარტიის წევრისა და ფრაქციის თავმჯდომარის, გარი ბუხნიკაშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელი პირები ოფისის მეზობლად არსებული საცხოვრებელი სახლების ეზოებშიც ცდილობდნენ შეღწევას. ფაქტზე გამოძახებულია პოლიცია. სამართალდამცავები შემთხვევის ადგილს სწავლობენ.