საგარეჯოში 71 წლის ქალს მესამე დღეა ეძებენ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მცხოვრებ, 71 წლის ციალა კუდუხოვას მესამე დღეა ეძებენ.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ხანდაზმული ბოლოს სოფელში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში შენიშნეს. შვილიშვილი, გვანცა ლაბაძე ამბობს, რომ ქალი ბოლო დროს ავადმყოფობდა.
გაუჩინარებული ქალი, სოფელ პატარძეულში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.
ციალა კუდუხოვას სამძებრო სამუშაოებს პოლიცია და სამაშველო ჯგუფებიც აწარმოებენ.