დედოფლისწყაროში მცხოვრებ 3 წლის ელენეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 3 წლის ელენეს, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
გოგონას ოჯახის წევრების თქმით, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს. მათივე ინფორმაციით, ბავშვს მესამე სტადიის ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. ამ დროისთვის მას გაკეთებული აქვს ქიმიოთერაპიის 3 კურსი.
ბავშვის ოჯახის წევრების თქმით, ელენეს პირველი ოპერაცია სახელმწიფომ >დაუფინანსა, მეორესთვის კი ოჯახს 20 000 ლარი აქვს შესაგროვებელი.
ამ ეტაპზე იგეგმება ახალი CT კვლევა, რის შემდეგაც საჭიროა მკურნალობის კურსი, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. ისინი დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ.
გოგონას დასახმარებლად ბანკში გახსნილია ანგარიში:
GE94BG0000000101075543
მიმღები: ნინო ბურდული (დედა)