საქართველოში მომავალ კვირას ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა
საქართველოში მომავალ კვირას ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება, ჰაერის ტემპერატურა ნული გრადუსის ქვემოთ დაფიქსირდება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
როგორც დოდო გვაზავა აღნიშნავს, მომავალ კვირას ნალექის ინტენსივობა შესუსტდება.
„13-14 მარტს თოვლის ინტენსივობა მოსალოდნელია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. მთიან და მაღალმთიან რაიონებში ყინვა მოიმატებს. ასევე ყინვა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც.16 მარტამდე ზოგ რაიონში მოსალოდნელია თოვა“,- განაცხადა დოდო გვაზავამ.