YouTube-მა რუსებს მონეტიზაცია გამოურთო
YouTube-მა რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მომხმარებლებს მონეტიზაცია გამოურთო. შეზღუდვები YouTube Premium-სა და Music Premium-ზეც გავრცელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფედოროვი ავრცელებს.
„YouTube-მა რუსი მომხმარებლებისთვის მონეტიზაცია გააუქმა. ამოქმედებული შეზღუდვები ვრცელდება YouTube Premium-სა და Music Premium-ის გამოწერებზეც, შეზღუდები ასვე ეხება სპონსორობას, სუპერ სტიკერებსა და სუპერ ჩატის ფუნქციებს“, – წერს ფედოროვი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთში Twitter და YouTube-ის ვიდეო ჰოსტინგი დაბლოკეს. მუშაობა Booking.com-მაც შეწყვიტა. ასევე ცოტა ხნის წინ YouTube-ის ვიდეო ჰოსტინგმა რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ სოლოვიოვის პირადი არხი წაშალა.