ახალი ამბები

რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სიაში საქართველო არ შეიყვანა

რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა არამეგობრული ქვეყნების სია შეადგინა, რომელშიც საქართველო არ მოხვდა.

სიაში ის ქვეყნები არიან, რომლებიც, კრემლის აზრით, ჩადიან “არამეგობრულ ქმედებებს რუსეთის, მისი კომპანიების და მოქალაქეების მიმართ”.

კრემლის მედიის, Tass-ის ინფორმაციით, სიაში შედის აშშ და კანადა, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონაკო, ნორვეგია, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, ასევე იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, მიკრონეზია, ახალი ზელანდია, სინგაპური და ტაივანი.

კრემლის მედია მიზეზად ასახელებს იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყნებმა დააწესეს ან შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.