სანტე- არ ვგეგმავთ რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს
,,სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ისინი არ გეგმავენ რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს.
,,ვეხმაურებით აქტუალურ თემას, რომელიც ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებას ეხება. ,,სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” არ გეგმავს რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს. კომპანია არის უმსხვილესი რძის გადამამუშავებელი ქართული კომპანია, რომელიც 1997 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი და უპირველესი საზრუნავი ქართველი მომხმარებელია.
ამ ეტაპზე კომპანია აქტიურად არის ჩართული უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროგრამებში. პარალელურად კომპანია ადგილობრივ ბაზარზე მრავალ ინოვაციას გეგმავს და აქტიურად ემზადება იმპორტირებული პროდუქციის დეფიციტის შემთხვევაში ჩაანაცვლოს საქართველოში წარმოებული პროდუქტით”,- აცხადებენ კომპანიაში.