ახალი ამბები

გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 6 დაშავდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო მიკროავტობუსის 6 – მა მგზავრმა, აქედან სამი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის ჯეო- ჰოსპიტალსის კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობით შეიყვანეს.

ექიმის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ წუთებში დაშავებულებს გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.