დრონები ქართველებისგან- თელაველი ექიმის ინიციატივა უკრაინელების დასახმარებლად
მრავალფუნქციური თანამედროვე დრონები ქართველი ხალხისგან და არა მთავრობისგან- აშშ-ში მოღვაწე თელაველმა ექიმმა, დავით მრელაშვილმა უკრაინელების მხარდასაჭერად ქართველი ხალხის სახელით დრონების პირველი პარტია უკვე გაგზავნა.
დავით მრელაშვილმა აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად თანხის შეგროვება დაიწყო.
აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას და ფოტო და ვიდეო მასალას დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
,,მეგობრებო, დრონნი მეფობენ და არა მეფენი. ბევრ გულის ამაჩუყებელ ლაპარაკს აღარ დავიწყებ, მგონი სიტუაცია და საჭიროება ყველასთვის ნათელია.
ახლა მსოფლიოს არა-სამხედრო ნაწილის (რიგითი მოკვდავების) ფოკუსი მიმართულია იმაზე, რომ მაქსიმალურად ბევრი უდანაშაულო სიცოცხლე გადავარჩინოთ, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები (!), რომელსაც ომი არ აურჩევიათ და უბრალოდ აგრესორის თუ ბრმა ბომბის მსხვერპლნი ხდებიან ყოველდღე.
კოვიდ პანდემიის გამოცდილებამ მე პირადად ბევრი რამ მასწავლა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო ერთი რამ: თუ რამის გაკეთება გინდა – უნდა ადგე და თავად გააკეთო; როგორც Nike-ი იტყოდა – Just do it! და მეორე: შორიდანაც კი ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ არის რაღაც ელემენტები რომლის გაკეთებსაც ადგილზე ყოფნის გარეშე ვერ შეძლებ.
ამ მესიჯს ახლა თვითმფრინავში ვწერ – პოლონეთში მივფრინავ, რომელიც ახლა ფაქტიურად, მსოფლიოს ჰუმანიტარული დახმარების ეპიცენტრია უკრაინის საზღვართან. ასიათასობით ლტოლვილია, რომლებსაც არანაკლები დახმარება ჭირდება ვიდრე უკრაინაში მყოფებს.
თან მიმაქვს სამი ჩემოდანი – რაც ჩაეტია. ამერიკული მყისიერი სისხლდენის შემაჩერებელი ფხვნილის პაკეტები, მკერდის გამჭოლი ჭრილობის ვაკუუმური “ლატკები”, პირველადი დახმარების საგნები, პორტატული დეფიბრილატორი, სამხედრო გამოყენების რაციები, დრონები. ეს ზღვაში წვეთია რა თქმა უნდა იმ დახმარებსთან რასაც მთლიანი სახელმწიფოები ახორციელებენ, მაგრამ ზღვა კოვზით დაილიაო – ხომ გაგიგიათ? ეს ჩემი ოფლის რამოდენიმე წვეთია რომლებიც უკრაინელების სისხლის წვეთებს დაზოგავს.
საქართველოდანაც მიერთდებიან მეგობრები რომლებიც ჩამოვლენ და ადგილზე კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ.
მე, ზოგადად, ამ ომში ფსონი უპილოტო საფრენ აპარატებზე მაქვს (უფროსი თაობისთვის: ე.წ. “დრონი” (Drone), რომელიც ფაქტიურად მფრინავი ვიდეო კამერაა ციდან დისტანციური ხედვით და მართვით მრავალ კილომეტრზე. მომცროები მხოლოდ დაზვერვისთვისაა, ცოტა მოზრდილებს ტვირთის გადატანა და ციდან ჩამოგდებაც შეუძლიათ კილომეტრებიდან მოშორებით, სანტიმეტრების სიზუსტით (მათ შორის მცირე ზომის ყუმბარების -კილომეტრებით მოშორებით).
ცხოვრებაში პირველად ვაქვეყნებ ჩემ ფეისბუქზე ანგარიშის ნომერს, ეს არა იმიტომ რომ ვინმეს რამეს გთხოვთ, არამედ მათთვის ვისაც უნდა დარწმუნებული იყოს, რომ მათი კონკრეტული წვლილი კონკრეტულ დანიშნულებამდე მივა – ეს პირდაპირი და უშუალო არხია ამისთვის (უკრაინის თავდაცვის სამინისტროს უშუალოდ ვაწვდი ამეებს).
ვაპირებ საერთო ჯამში 100 DJI ფირმის დრონი ვაჩუქოთ ქართველებმა (და არა საქართველოს მთავრობამ) უკრაინის ჯარს. ცალი დაახლოებით 350-400 ევრო ჯდება (თუ მოვახერხეთ ფასდაკლება). თუ მეტი თანხა შეგროვდა – დიდი ალბათობით სამედიცინო ინვენტარს შევიძენ დანარჩენით. თვითოეული შენაძენზე დეტალები იქნება გასაჯაროებული.
ჩემი გაგზავნილი დრონების პირველი პარტია უკვე ჩავიდა დანიშნულების ადგილზე”,-წერს დავით მრელაშვილი.
თბს
#GE04TB7001405365100004 ლარი
#GE73TB7140536615100008 USD
Venmo #4044297222
დავით მრელაშვილი