ახალი ამბები

რუს ჯარისკაცებს უკრაინელები ქალების გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

უკრაინული მედიები ადგილობრივებზე დაყრდნობით წერენ, რომ ხერსონში ოკუპანტები ქალებს აუპატიურებენ.

მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის 11 შემთხვევა დაფიქსირდა. ისინი თხოვენ ქალებსა და გოგოებს დარჩნენ სახლში.

ამ ციფრის დადასტურება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, თუმცა ქალებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამაც, ასევე CNN-ის პირდაპირ ეთერში ერთ-ერთ შემთხვევაზე ისაუბრა ადგილობრივმაც.

“როცა ბომბები ცვივა ჩვენს ქალაქებში, როცა სამხედროები ქალებს აუპატიურებენ ოკუპირებულ ქალაქებში და ამის არაერთი შემთხვევა გვაქვს, სამწუხაროდ რუსი ჯარისკაცები უკრაინულ ქალაქებში აუპატიურებენ ქალებს, ამ დროს ცხადია სამწუხაროა საერთაშორისო კანონის ეფექტურობაზე ვილაპარაკო”, — ციტირებს კულებას Reuters და RFE/RL.

ხერსონის მაცხოვრებელმა CNN-ს განუცხადა, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს 17 წლის გოგო.

“ჩვენ წინააღმდეგობას იმით ვუწევთ, რომ სახლში ვართ, თავს ვუფრთხილდებით, რადგან ძალიან გვეშინია. მათ უკვე დაიწყეს ჩვენი ქალების გაუპატიურება. იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პერსონალურად ვიცნობ, გავიგე, რომ მათ უკვე გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს 17 წლის გოგო, ასე რომ გვეშინია, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ”
, — განაცხადა მან.

ხერსონში რუსი ჯარისკაცები არიან. ოკუპანტებმა რუსული პროპაგანდის ტრანსლირება დაიწყეს და ეთერში 24 რუსული ტელე და 3 რადიო არხი გაუშვეს.

წყარო: on.ge