ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ყვარელში უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია დაიწყო

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით, უკრაინის დასახმარებლად ყვარლის მუნიციპალიტეტში ჰუმანიტარული აქცია დაიწყო.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის თქმით, რეგიონის მუნიციპალიტეტებმა ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად სარეზერვო ფონდიდან გამოყვეს ფინანსური რესურსი, აქციაში ასევე, აქტიურად არიან ჩართული ბიზნეს სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

,,რეგიონის მასშტაბით, რვავე მუნიციპალიტეტში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი წვლილი შეიტანონ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მიმდინარე ჰუმანიტარულ აქციაში. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინაში”,- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

 

<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/B4eO0srb7W0″ title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture” allowfullscreen></iframe>