ახალი ამბები

ქარმა საგარეჯოში სახლებს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

ადგილობრივების ინფორმაციით, საზღვრისპირა სოფელში სახურავების ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახური უკვე ადგილზეა და სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.