თელავში გარემოსდაცვით საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
თელავის ერეკლე მეორის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრა, რომლის მიზანს მდგრადი განვითარების მიზნების პრეზენტაცია და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ მოსწავლეების ინფორმირება წარმოადგენდა, სკოლის მასწავლებლის ნანა გარჯიკაულის და ეკო კლუბის ბავშვების მიერ იყო ორგანიზებული.
ღონისძიების ორგანიზატორის თქმით, ღონისძიებაზე მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია როგორ უნდა გაუფრთხილდნენ გარემოს და რა უნდა გააკეთონ ამისთვის.
“ეკო კლუბი უკვე 11 წელია აქტიურად ფუნქციონირებს. მდგრადი განვითარების მიზნებზე და ამ მიმართულებით წლებია ვმუშაობთ და ახლა ვცდილობთ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას. ბავშვები ამ მიმართულებით მუშაობენ და ზოგიერთი მიზნის ფარგლებში ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრა, ზოგზე ახლა ვგეგმავთ.
მდგრადი განვითარების მიზნები არის საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნების ერთობლიობა. მისი მიზანია მსოფლიოს უკეთესი და მდგრადი მომავლის მიღწევა”, – განაცხადა ნანა გარჯიკაულმა.