ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტი უკრაინელების მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქციას იწყებს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკრაინელების მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქციას იწყებს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, როგორც პროგრესული საზოგადოების ნაწილი, გმობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

მათი თქმით, უნივერსიტეტი სოლიდარულია უკრაინელი ხალხის და იწყებს საქველმოქმედო აქციას.

,,ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში გროვდება პირველადი საჭიროების პროდუქტები, მედიკამენტები, სურსათი (შრალი საკვები), ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები. გთხოვთ, ჩაერთოთ აქციაში და შესაძლებლობის ფარგლებში გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა. მისამართი: ქართული უნივერსიტეტის ქუჩა #1, პირველი კორპუსი”,- აცხადებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.