ახალი ამბები

შესაძლოა საწვავზე ფასები კვლავ გაიზარდოს

ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო კრიზისული ვითარებაა შექმნილი, რაც ლარის კურსზეც უარყოფითად აისახება.

ამ დროისთვის ერთი ბარელი Brent-ის ტიპის საწვავის ფასი 107 დოლარს აღწევს და გაძვირება კვლავ გრძელდება.

“ხშირად ვაუბრობთ, რომ საწვავის ფასთან დაკავშირებით რთული მდგომარეობაა, მაგრამ მიმდინარე ეტაპზე არამარტო რთული, არამედ კრიტიკული ვითარებაა.

მიმდინარე ეტაპზე ფასის ზრდა ხდება საკმაოდ დინამიურად და ვითარება არაპროგნოზირებადია. მეორე მხრივ, ლარი უფასურდება დოლართან მიმართებით. რა შეიძლება მოხდეს 2-3 თვიან ჭრილში?! მოლოდინები არის პესიმისტური და ფასების ზრდა გარდაუვალია”, – აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.