ახალი ამბები

ევროკავშირი ბელარუსს სანქციებს უწესებს

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის პროცესში დახმარებისთვის ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს დაუჭირა მხარი.

კერძოდ, Reuters-ი ევროგაერთიანებაში საფრანგეთის წარმომადგენლობაზე დაყრდნობით წერს, რომ EU-ს დიპლომატებმა დაამტკიცეს ახალი სანქციები ბელარუსის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებმაც გარკვეული ფორმით მონაწილება მიიღეს უკრაინაზე თავდასხმაში.

სანქციები ასევე “დაარტყამს” ეკონომიკის ზოგიერთ სექტორის, განსაკუთრებით ხე-ტყითა და ფოლადით ვაჭრობას. მიმდინარე კვირაში ევროკავშირის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მინკის მიმართ ახალი სანქციების დაწესებით ერთ-ერთი მიზანი ევროკავშირში ბელარუსული საქონლის ექსპორტის შეჩერებაა.

ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები 2020 წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც დაუწესა.