საგარეჯოში 25 წლის ახალგაზრდა დაიკარგა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში 25 წლის ახალგაზრდა დაიკარგა.
ოთო ჩოგაძე სახლიდან 1 მარტს საღამოს გავიდა და მას შემდეგ, აღარ გამოჩენილა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.
“წუხელ, დაახლოებით საღამოს 8 საათიდან ცხრის ნახევრამდე პერიოდში სახლიდან გავიდა და ჩვენი ვარაუდით, პატარძეულიდან თბილისის მიმართულებით წავიდა. აცვია შავი ქურთუკი და ღია ფერის ჯინსი. ბოლო კვალი, თითქოს ლილოს დასახლებაში იკვეთებოდა, მაგრამ ახლა გვითხრეს, რომ თითქოს, დიღომში ნახეს მსგავსი მამაკაცი და ახლა აქ ვეძებთ”, – აცხადებენ ახალგაზრდას ოჯახის წევრები.
ოჯახმა შშმ პირის გაუჩინარების შესახებ პოლიციასაც აცნობა, რომელიც სამძებრო სამუშაოებში უკვე ჩართულია.