აშშ რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსულ თვითმფრინავებს აშშ-ის საჰაერო სივრცის გამოყენება აეკრძალებათ.
„ვაცხადებ, რომ ჩვენ შევუერთდებით ჩვენს მოკავშირეებს და დავხურავთ ამერიკის საჰაერო სივრცეს რუსეთის ყველა ფრენისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს აკრძალვა რუსეთის კიდევ უფრო მეტად იზოლირებას გამოიწვევს და მის ეკონომიკაზე კიდევ უფრო დიდ ზეწოლას მოახდენს.