ახალი ამბები

ხარკოვში აფეთქების შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, 112 კი დაშავდა

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, 112 კი დაშავდა. ინფორმაციას ხარკოვის მერი ავრცელებს.

მისი თქმით, რუსი სამხედროები თავს დაესხნენ ქალაქის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სექტორებს, სამხედრო ჰოსპიტალს.

ხარკოვში რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. 1-ელი მარტის დილით, ოკუპანტებმა ხარკოვში რაკეტები ისროლეს.