შარლ მიშელი- ქართველი ხალხი იგრძნობს ევროკავშირის მხარდაჭერას
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, დღეს, მნიშვნელოვანი გამოწვევებით სავსე დროში, ევროკავშირს აქვს ძალიან მკაფიო და ერთიანი პოზიცია, რომ საქართველო და ევროკავშირი პარტნიორები არიან.
ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გაკეთებული კომენტარისას განაცხადა.
„თქვენთვის ცნობილია ჩემი დამოკიდებულება და ჩართულობა საქართველოსთან მიმართებით, მაქსიმალურად ვცდილობდი მხარი დამეჭირა თქვენს ქვეყანაში სტაბილურობისათვის, ეკონომიკური რეფორმებისთვის, დემოკრატიული რეფორმებისთვის საქართველოში. ევროპულ კომისიასთან, ევროპარლამენტთან ერთად გვსურს, საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული კავშირების გ შარლ მიშელის სიტყვებით, საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერა იქნება ხილვადი, „რასაც ქართველი ხალხიც იგრძნობს“.
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმაც განაცხადა, რომ საქართველოს მდგომარეობა არის მივიწყებული დღეს, როცა ყურადღების ცენტრში უკრაინა და იქ განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენებია.